რუსთავის #-20 საოლქო საარჩევნო კომისია, მეორე ტურისთვის ემზადება. ამ დროისთვის უბნების თავმჯდმარეებზე, ბიულეტინების გაცემის პროცესი მიმდინარეობს. რუსთავში, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას „ქართული ოცნების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები მიიღებენ. #29 საარჩევნო ოლქში ამომრჩევლის ხმებისთვის, მამუკა ჩიქოვანი და პაატა მხეიძე იბრძოლებენ. #30 ოლქში კი ერთმანეთს, დავით კირკიტაძე და გიორგი ბეგაძე დაუპირისპირდებიან. რუსთავში სულ 87-უბანია, აქედან 3 სპეც. უბანია. უბნები დილის 7-საათზე გაიხსნება, ხმის მიცემის საშუალებ კი ამომრჩეველს 8 საათიდან საღამო 20 საათამდე შეეძლება.