"ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა?"

2018-10-30 20:04:13

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი პირველი ბრიფინგი არჩევნების შემდეგ - "პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მოვიდა არჩევნებზე, ვინც დამიჭირა მხარი, ვინც ხმა მომცა. ოცნებას, ოცნების აქტივისტებს და უბრალო ადამიანებს, ყველას ვინც იყო ჩვენი გულშემატკივარი, ყველა ამ ადამიანის გამარჯვებაა რაც მოხდა 28 ოქტომბერს, შეიძლება ველოდით მეტს, მაგრამ პირველ ტურში, პირველ ადგილზე გასვლა არის გამარჯვება. ყველა იმ ცილისწამების, ყველა იმ სიბინძურის შემდეგ ეს არის გამარჯვება.

რუსთავი 2 ფიქრობს და აჯერებს ხალხს რომ შეიძლება მოვხსნა კანდიდატურა, და რა ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა? და რა მხარდამჭერები და თანამებრძოლები მივატოვო შუა ბრძოლაში? არა. მემგონი არ მიცნობენ, კახელიც ვარ და მეგრელიც, ჯიუტი, ბოლომდე წამსვლელი, ჩემი ხალხის და ქვეყნის ერთგული. ამიტომ მზად ვართ მეორე ტურისთვის, მზად ვართ ბრძოლისთვის. იმიტომ რომ მჯერა თქვენი, მჯერა თქვენი არჩევანის, მჯერა თქვენი სიბრძნის, მჯერა იმისი რომ კარგად ხვდებით რომ ეს არ არის ორი კანდიდატის არჩევნები, ეს არის ორი საქართველოს არჩევანი, როგორი გვინდა საქართველო ეს არჩევანი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ მხარეს არის ევროპა, ჩვენ მხარეს არის სიმართლე, ერთად საქართველოსთვის."