თბილისში, წერეთელის ქუჩაზე არსებული ერთ-ერთი კორპუსის მე-14 სართულიდან 25 წლის მამაკაცი გადმოვარდა. ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა გადაიყვანა.
მამაკაცი ამბობს, რომ მას ფანჯარასთან ფეხი დაუცდა და იგი ავტოფარეხში ჩავარდა, სადაც ე.წ "პუფებზე" დაეცა. პაციენტს სხეულის დჟეჟილობა აღენიშნება. მას შესაბამისი გამოკვლევები უტარდება და რამდენიმე საათი დაკვირვების ქვეშ იქნება“, – აცხადებენ ქირურგიის ეროვნული ცენტრში.