ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, ე.წ. ახალ ხიდთან. [ვიდეო/video]
ერთმანეთს "მერსედესი"-ს მარკის და "ჰონდა"-ს მარკის ავტომობილები დაეჯახნენ.
არსებული ინფორმაციით "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილი "ჰონდა"-ს მარკის ავტომობილს მაშინ დაეჯახა როდესაც მისი მძღოლი მანევრირებას ახდენდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
ავარიის შედეგად არავინ არ დაშავებულა.