გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ოქტომბერს 08:00-დან 18:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 2374 აბონენტს გარდაბნის რაიონის სოფლებში მარტყოფი, მუხროვანი, საცხენისი და მიმდებარე სოფლებში, 10:00-დან 18:00 საათამდე 7908 აბონენტს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ღოუბანი, ფარცხისი, ბორბალო, ჩხიკვთა და მიმდებარე სოფლებში, 10:30-დან 19:30 საათამდე 2841 აბონენტს მარნეულის რაიონის სოფელბში კიზილ-აჯლო, ნაგორნაია, შულავერი და მიმდებარე სოფელბში, 11:00-დან 18:15 საათამდე 1084 აბონენტს წალკის რაიონის სოფელბში ბეშთაშენი, ახალშენი, კიარაკი, იმერა, ბურნაშეთი და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 18:00 საათამდე 1107 აბონენტს ბოლნისის რაიონის სოფლებში ტალავერი, პატარა დარბაზი და მიმდებარე სოფელბში, 11:10-დან 19:00 საათამდე 5446 აბონენტს დმანისის რაიონის სოფელბში გუგუთი, საკირე, ირგანჩაი, ლოქჭანდარი და მიმდებარე სოფელბში, 12:00-დან 18:30 საათამდე 2823 აბონენტს თეთრიწყაროს რაიონის სოფელბში კოდა, მარაბდა, ბორბალო, ღოუბანი და მიმდებარე სოფელბში, 12:00-დან 13:00 საათამდე 216 აბონენტს რუსთავში ზედგენიძის, ბელიაშვილის, მაზნიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე ახალ სამგორში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.