საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა

2018-10-28 21:15:42

საქართველოს მასშტაბით, მათ შორის რუსთავში გახსნილ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა ზუსტად 20:00 საათზე შეწყდა და უბნები დაიხურა.

2018 წლის არჩევნებში რუსთავში სულ 107 724 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით და  20:00 საათის მონაცემებით, არჩევნებზე მოსახლეობის აქტივობა 45,08 %-ს შეადგენდა, რაც რაოდენობრივად 48 565 ამომრჩეველია.

არსებული ინფორმაციით, ცესკო არჩევნების წინასწარ შედეგებს რამდენიმე საათში გამოაქვეყნებს.

საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობდა.