"ხალხი მზად არის ცვლილებებისთვის"

2018-10-28 16:25:55

"ხალხი მზად არის ცვლილებებისთვის" - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა მამუკა ჩიქოვანმა ხმის მიცემის შემდეგ გააკეთა.

მამუკა ჩიქოვანი ხმის მისაცემად რუსთავის #7 საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა.

"მე მივეცი ხმა ცვლილებებს, ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის და დარწმუნებული ვარ, რომ ხვალინდელი დღიდან ჩვენ დავიწყებთ უკეთეს ქვეყანაში ცხოვრებას ძალიან ღირსეულ პრეზიდენტთან ერთად. იმედი მაქვს, რომ არ დაგვჭირდება მეორე ტური და პირველივე ტურში გავიმარჯვებთ, თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს ალბათობა იმისა, რომ მეორე ტური იქნება. ხალხი მზად არის ცვლილებებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ცვლილებები არის გარდაუვალი. ეს ცვლილებები საჭიროა იმისთვის, რომ  დავიწყოთ ქვეყნის განვითარებაზე ფიქრი", - განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, მამუკა ჩიქოვანი გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერია.