15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ რუსთავში თითქმის 30% შეადგინა, - ამის შესახებ რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ.
მათივე ინფორმაციით, 15:00 საათის მონაცემებით, რუსთავში არჩევანი 32 071 ამომრჩეველმა გააკეთა.
საქართველოში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.