რუსთავში, ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი ვერ დააფიქსირა და მე-20 საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა.
ჭაბაშვილი-ვიალცევა მარინემ,რომელსაც ხმის მიცემის საშუალება არ მიეცა, განაცხადა, რომ მან პასპორტი 30 ოქტომბერს განაახლა, სადაც მითითებულია, რომ ის ჩაწერილია, რუსთავში, მე-7 მიკრორაიონის, #2 კორპუსის, 3 ნომერ ბინაში. მისივე თქმით, ის არის საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქე, მაგრამ არცერთ საარჩევნო სიაში მისი სახელი არ ფიქსირდება და არ ეძლევა ხმის მიცემის უფლება.
"ინფო რუსთავთან" საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითმა წევრმა, გვანცა ბირთველიშვილმა განაცხადა, რომ-
"საოლქო საარჩევნო კომისიამ გადაამოწმა მოქალაქის მონაცემები.ეს ქალბატონი არ იმყოფებოდა საქართველოში და 1 წელია რაც ჩამოვიდა, ბინა მის საკუთრებაშია, მაგრამ დარეგისტრირებული არ არის.როგორც ჩანს, ამის შესახებ მას ინფორმაცია არ ჰქონდა,შესაბამისად მისი მონაცემები არსად არ ფიქსირდება და ეს ადამიანი თავის ნებას ვერ დააფიქსირებს."