რა ხდება რუსთავში

2018-10-28 11:56:48

ინფო რუსთავის გადამღებმა ჯგუფმა რუსთავში დარღვევები დააფიქსირა.

რამდენიმე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალებია განთავსებული. უშუალოდ საარჩევნო უბნების შესასვლელებთან ავტომანქანები დგანან, რომლის საქარე მინებზეც ზურაბიშვილის მხარდამჭერი პლაკატებია განთავსებული. ამ მხრივ დარღვევები დაფიქსირდა 23-ე საჯარო სკოლის წინ და ასევე 21-ე მიკრო-რაიონში #32 საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე, სადაც საარჩევნო უბნებია გახსნილი.

ოპოზიცია ამბობს, რომ რუსთავის მერიის თანამშრომლები საარჩევნო უბნების მიმდებარედ აგიტაციას ეწევიან.