საქართველოში დღეს საპრეზიდენტო არჩევნებია

2018-10-28 10:24:35

რუსთავში 10:00 საათის მონაცემებით, არჩევანი 7386  ამომრჩეველმა გააკეთა. მე-20-ე საოლქო კომისიის ინფორმაციით, ეს ამომრჩევლის დაახლოებით 7%-ია.

რუსთავში საარჩევნო უბნები დილის 7 საათზე გაიხსნა, ხოლო 8 საათიდან დაიწყო კენჭისყრის პროცესი, პირველი ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად ზუსტად 08:00 საათზე გამოცხადდა. რუსთავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სულ 84 საარჩევნო უბანია გახსნილი, 3 კი სპეც უბანია.

რუსთავში სულ 107 724 ამომრჩეველია რეგისტრირებული.