შემთხვევა რუსთავში მოხდა

2018-10-27 12:31:48

რუსთავში, ლესელიძის ქუჩაზე მდებარე სახლში ხანძარი გაჩნდა.

ცეცხლი გაზის მილს გაუჩნდა. ხანძრის გაჩენისას სახლში ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. განადგურდა სამზარეულოს ინვენტარის ნაწილი.

ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა რუსთავის სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი, რომლებმაც ცეცხლის ლოკალიზება დროულად შეძლეს.