რუსთავში, საშაურმეში ათობით ადამიანი მას შემდეგ მივიდა რაც დაანონსდა რომ მომხმარებლებზე შაურმა უფასოდ გაიცემოდა.
"გლდანის შაურმა" რუსთავში დღეს გაიხსნა, მაღაზიის მფლობელებმა რუსთაველებს სიურპრიზი მოუწყვეს და შაურმა უფასოდ გასცეს.
დაანონსებიდან რამდენიმე წუთში შარტავას გამზირზე უკვე ათობით ადამიანი იმყოფებოდა.