შემთხვევა რუსთავში მოხდა

2018-10-25 14:25:08

ცოტა ხნის წინ ხანძარი გაჩნდა საცხოვრებელ ბინაში რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის #9 კორპუსში.

ცეცხლი სავინტილაციო შახტაში გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები. ხანძრის გავრცელების საშიშრება არ არსებობს. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.