გვიან ღამით რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ხმაური იყო. [ვიდეო/video]
არსებული ინფორმაციით არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცების ჯგუფი ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდა. ჩხუბი სურსათის სადღეღამისო მაღაზიაში დაიწყო შემდეგ უკვე მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე გააგრძელეს. დამტვრეულია ინვენტარი და სექციებიდან ჩამოყრილია სხვადასხვა სახის პროდუქტი.
ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური და საპატრულო პოლიცია, გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.
პოლიციამ რამდენიმე მამაკაცი შემთხვევიდან რამდენიმე მეტრში, გვერდით კორპუსში დააკავა და განყოფილებაში გადაიყვანა. ნახეთ ვიდეო.