ახალი უბანი რუსთავში [photo]

2018-10-24 22:59:23

რუსთავში, ქალაქის ცენტრში, პარკის გვერდით, ახალი საცხოვრებელი კომპლექსი შენდება.

კომპანია Green House რუსთავში ორიგინალური პროექტის განხორციელებას გეგმავს ®

კომპლექსს ესაზღვრება ცენტრალური პარკი, აშენდება სამი ხუთ სართულიანი კეთილმოწყობილი და განსხვავებული არქიტექტურული დიზაინის სახლი. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამშენებლო მასალებს, ეს იქნება ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა მასალით აშენებული კორპუსი. აღსანიშნავია რომ საცხოვრებელ სახლში სულ 65 ბინაა.

კომპლექსს ექნება საკუთარი, 3 900 კვ.მ ფართის კეთილმოწყობილი ეზო, დასასვენებელი სივრცეები, საბავშვო მოედნით, შიდა დაცული ავტოსადგომით. პირველი სართული განკუთვნილი იქნება კომერციული და საოფისე ფართებისთვის.

უკვე დასრულდა ფუნდამენტის მოსამზადებელი სამუშაოები.

სახლის მშენებლობა 2019 წლის დეკემბერში დასრულდება. კომპანია პროექტის განსახორციელებლად ინვესტიციის სახით 5 500 000 ლარს გაიღებს. მოქმედებს შიდა 14 თვიანი უპროცენტო განვადება. ბინის შეძენის მსურველებს შეუძლიათ დარეკონ: 555 944 944, გაყიდვების ოფისის მისამართი: კოსტავას გამზირი #1.