საკალათბურთო კლუბმა "რუსთავი" მორიგი შეხვედრა შინ გამართა. რუსთავმა ქუთაისს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. ქუთაისის კლუბი შეხვედრას თავიდანვე იგებდა თუმცა 20 ქულიანი სხვაობა მესამე მეოთხედში დაფიქსირდა. ბოლო მეოთხედში რუსთაველები შეეცადნენ სხვაობა შეემცირებინათ და დაწინაურებულიყვნენ, თუმცა დრო საკმარისი აღარ იყო. საბოლოოდ "რუსთავი" საქართველოს მოქმედ ჩემპიონთან "ქუთაისთან" ანგარიშით 77:88 დამარცხდა.