ნაციონალურ მოძრაობის შემწირველებს შორის ყველაზე დიდი ოდენობის თანხა ძმებმა, დავით და ირაკლი კირკიტაძემ გაიღო. მათ პარტიას, თითომ 60 000 ლარი შესწირა. "ინფო რუსთავი" დაინტერსდა საიდან ჰქონდა ფინანსური რესურსები ქვემო ქართლის ყოფილ გუბერნატორს. "გიდასტურებთ, კი ბატონო, მე ჩავრიცხე ეგ თანხა. რამდენიმე თვის წინ მე გავყიდე ჩემი საცხოვრებელი სახლი თბილისში, დიღმის მასივში. მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ სალომე ზურაბიშვილი არ გახდეს საქართველოს პრეზიდენტი და დარწმუნებული ვარ ყველა პატრიოტი მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს. არ დატოვეს არცერთი ადგილი, ავტობუსი, გაჩერება, გარე ბილბორდები, ყველგან განათავსეს რეკლამები ივანიშვილმა და მისმა დამქაშებმა. რაც შეეხება ჩემ ძმას, ის არის დამოუკიდებელი ადამიანი, მას თავისი შემოსავალი აქვს და ძალიან მიხარია რომ ისიც არის ჩემ აზრზე და გადადგა მსგავსი ნაბიჯი. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ერის ინტერესების მოღალატე ვერ გახდება საქართველოს პრეზიდენტი, მე პირადად ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ", - განაცხადა დავით კირკიტაძემ "ინფო რუსთავთან".
ნახეთ ის 20 ადამიანი ვინც ნაციონალურ მოძრაობას ყველაზე დიდი თანხა შესწირა:
1. დავით კირკიტაძე (ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი) – 60000
2. ირაკლი კირკიტაძე (დავით კირკიტაძის ძმა) – 60000
3. ნიკანორ მელია (საქართველოს პარლამენტი) – 30000
4. ნიკოლოზ ვაჩეიშვილი (თბილისის საკრებულო) – 15000
5. გიორგი ვალიშვილი (ნეიროქირურგი) – 15000
6. ლევან ხაბეიშვილი (თბილისის საკრებულო) – 12000
7. ირაკლი ნადირაძე (თბილისის საკრებულო) – 12000
8. ნინო კვიტაიშვილი - 10000
9. მაკა კვიტაიშვილი – 10000
10. დავით ლაგვილავა – 10000
11. დიანა მაზურენკო – 10000
12. გიორგი ბოტკოველი – 10000
13. პეტრე ცისკარიშვილი – 10000
14. ლილე ლიპარტელიანი (თბილისის საკრებულო) – 10000
15. მარინა დათუკიშვილი (თბილისის საკრებულო) – 9990
16. მამუკა დანელია (ბიზნესმენი) – 9990
17. გიორგი ვაჟბედაშვილი – 8000
18. ზურაბ გორდელაძე – 7000
19. რევაზ სხულუხია – 7000
20. თამარ ზერეკიძე (ფრაქციის აპარატის თანამშრომელი) – 6000