პირველი იანვრიდან პენსია გაიზრდება.
ცვლილებას 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს, პენსია 20 ლარით გაიზრდება და 200 ლარი გახდება.
მომავალ წელს საპენსიო უზრუნველყოფისთვის 1.925 მილიარდი ლარია გათვალისწინებული. მიმდინარე წელს ამ კუთხით დაფინანსება 1.7 მილიარდ ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში პენსია 180 ლარამდე 2016 წლის ივლისიდან გაიზარდა.