გორში, შინდისის გმირთა მემორიალი 28 სექტემბერს დაარბიეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, პირი, რომელმაც მემორიალი დაარბია, ცნობილია.
უწყების ინფორმაციით, მემორიალზე აღდგენითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობდა და მას პირვანდელი სახე აქვს.
შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.