შინდისში გმირების სასაფლაოები დაარბიეს.
შემთხვევა სავარაუდოდ წუხელ გვიან ღამით მოხდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. "ძალიან ცუდია როცა შენი ქვეყნის გმირების მემორიალზე მიდიხარ და ასეთ მდგომარეობაში გხვდება. გუშინ საღამოს ავედით მე და 6 მეგობარი 11- ის წუთები ოყო და ამ მდგომარეობაში დაგვხვდა. დავრკეთ და მთელი გორის პოლიცია მოვიდა. დამნაშავე ვინც დააკავეს გიჟია. არ აქვს მნიშვნელობა ვინ იზავს ამას მინდა ისეთი ყურადღებ მიექცეს რო მსგავსი ვერავინ შეძლოს თუნდაც გიჟი იყოს და ვერ ხვდებოდეს რას სჩადის- წერს სოციალურ ქსელში სოსო კორკოტაშვილი.
ფაქტს, სოციალურ ქსელში ბიძინა გიორგობიანიც ეხმაურება -"სოფელ ყერსეულის მკვიდრმა, არასრულწლოვანმა (როგორც ადგილობრივები ამბობენ ფსიქიური აშლილობის მქონე) ბიჭმა ჩიდინა ეს. დღეს უკვე მოიყვანეს წესრიგში იქაურობა. ასე მითხრა შინდისის მემორიალთან მდებარე ტაძრის მოძღვარმა. არავითარი ოსები იქ არ გადმოსულან და არც ვინმეს გაუკეთებია ეს ცუდი საქმე სპეციალურად. ავადაა ის ბიჭი, არ ვიცი, ასე მომინდაო უთქვამს"- წერს გიორგობიანი.