29 სექტემბერს ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2018-09-28 17:08:24

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო29 სექტემბერს 10:00-დან 17:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1 აბონენტს ვაზიანში; 1 ოქტომბერს 08:00-დან 12:00 საათამდე 1152 აბონენტს გარდაბნის რაიონის სოფლებში მარტყოფი, წინუბანი, ნასაგური, კინოსტუდია, რადიოსტუდია და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 18:00 საათამდე 1106 აბონენტს ბოლნისის რაიონის სოფლებში ტალავერი, დარბაზი და მიმდებარედ, 11:30-დან 19:30 საათამდე 686 აბონენტს დმანისის რაიონის სოფლებში კამარლო, დაგარახლო, შახმარლო, ქარიანი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.