პატრიარქი: "დაცემას მოსდევს ამაღლება "

2018-09-27 15:18:10

დაცემას მოსდევს ამაღლება. ასე რომ, ვინ დაეცა, ეს მარტო ღმერთმა იცის, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

"დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ გავიდა 25 წელი სოხუმის დაცემიდან. დაცემას მოსდევს ამაღლება. ასე რომ, ვინ დაეცა, ეს მარტო ღმერთმა იცის. ჩვენ ვიცით ის, რომ ღვთის წყალობა ჩვენზეა, " – ბრძანა უწმინდესმა.

სამების ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა და საკურთხის სუფრა აკურთხა.

მართლმადიდებელი ეკლესია 27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღეს აღნიშნავს. ამასთან, დღეს სოხუმის დაცემიდან 25 წელი შესრულდა.