სოციალურ ქსელში ვცელდება ვიდეო, სადაც მოქალაქეები გამოძახებაზე მისულ სასწრაფო დახმარების მძღოლს ფიზიკურად უსწორდებიან. როგორც ირკვევა შემთხვევა 10 დღის წინ მოხდა. ფაქტს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი საგანგებო განცხადებით ეხმაურება. [ვიდეო/video]
"გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა სამოყვარულო ვიდეო, სადაც ასახულია თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადის ერთ-ერთ წევრზე ფიზიკური ანგარიშსწორების კადრები. აღნიშნული ფაქტი მიმდინარე წლის 14 სექტემბერს მოხდა."
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი აცხადებს, რომ ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება, რომლის შედეგებს საზოგადოებას დასრულებისთანავე აცნობებს"-წერია განცხადებაში.
ფაქტის შესახებ ინფორმირებულია შინაგან სამქეთა სამინისტრო. უწყებამ გამოძიება გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.
წყარო: newposts.ge