თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემოხოდაშენში უბედური შემთხვევა მოხდა.
75 წლის მამაკაცი ღვინით სავსე რამდენიმე ტონიან რეზერვუარში ჩავარდა.
ფაქტს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "ინფო რუსთავს" უდასტურებენ.
მამაკაცი რეზერვუარიდან ამოიყვანეს თუმცა მისი გადარჩენა უკვე ვეღარ მოხერხდა.