ხანძარი თბილისში

2018-09-23 21:58:26

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური:

"თბილისი - ჩიქოვანის ქუჩა - იწვის სამსართულიანი სახლის სხვენი, ხანძარი ლოკალიზებულია. ​დაიწვა 60კვ/მ ფართობი. ამ წუთებში მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.