საავტომობილო საცობი

2018-09-23 19:43:48

მაგისტრალზე რამდენიმე კილომეტრიანი საცობია.

დასავლეთიდან და ნატახტრის გზატკეცილიდან მომავალი ავტომობილების ნაკადი საკმაოდ დიდია.

მგზავრები "ინფო რუსთავთან" საბუარში აცხადებენ რომ დაახლოებით 2 საათია საცობში იმყოფებიან.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 25-ე კმ-ზე არსებულ ხიდზე, ხიდების მოვლა-შენახვის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა, აღნიშნულ მონაკვეთზე  ცალხმრივად შეზღუდულია.

მიმდინარე სამუშაოები, 10-12 დღის განმავლობაში დასრულდება.