თურქეთში, სარფი-ქემალფაშას გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს 11 მოქალაქე დაშავდა.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, დაშავებულები თურქეთის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. მისივე თქმით, ნაწილმა საავადმყოფო უკვე დატოვა, ხოლო საქართველოს შვიდი მოქალაქე, სამედიცინო დაკვირვების მიზნით, კლინიკაში რჩება.