თავდასხმა ბაზარში

2018-09-23 12:04:49

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის ბაზარში თავდასხმა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 6 კაციანი შეიარაღებული პირი სოფელ ყარაჯალას ოთხ მკვიდრს ფიზიკურად გაუსწორდა. მათ შორის ერთი 14 წლის მოზარდია.

მათგან ერთ პირს ცეცხლნასროლი ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული.

დაშავებულებს შესაბამისი კვლევა სამედიცინო დაწესებულებაში უტარდებათ
დაზარალებულების თქმით, დაპირისპირება ვარდისუბნის მაცხოვრებლებს შორის მიწის ნაკვეთის გამო ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ მოხდა და დღეს დილით ისევ განახლდა.

ადგილობრივი, დაზარალებულს ნაკვეთიდან ცხვრების გაყვანას სთხოვდა.