სპეციალური ტესტი მძღოლებისთვის

2018-10-01 19:44:58

მარიხუანას ზემოქმედების დროს ავტომანქანის მართვისას მძღოლის შემოწმება ადგილზევე იქნება შესაძლებელი.
არსებული ინფორმაციით, მოქალაქეების ნარკოლოგიურ ცენტრში გადაყვანა საჭირო აღარ იქნება.
საუბარია საქართველოში სპეციალური ტესტის შემოტანაზე, რომელიც ვიზუალურად დაახლოებით, ალკოტესტის მსგავსია და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს დაურიგდებათ.
არსებობს ასევე ინფორმაცია იმასთან დაკავსირებით, რომ მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დამდგენი ტესტების საქართველოში შემოტანასთან დაკავშირებით ქართული მხარე მოლაპარაკებებს გერმანიასთან აწარმოებს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ საზოგადოებრივ სივრცეში მარიხუანას მოხმარება მკაცრად რეგულირებადი ხდება, მათ შორის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მარიხუანას მოხმარება დაისჯება, მისი ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვაზე კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გავრცელდება.