კამპანია"დავასუფთავოთ მსოფლიო"

2018-09-15 12:02:34

15 სექტემბერს, მსოფლიოში მილიონობით ადამიანი კამპანიაში „დავასუფთავოთ მსოფლიო“ ერთვება. ღონისძიებას შეუერთდა რუსთავიც. დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა რუსთავში, ახალგაზრდობის პარკში.

აქციაში მონაწილეობა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ქავთარაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ბეგაძემ და თვითმმართველობის თანამშრომლებმა მიიღეს. ტერიტორიის დასუფთავების შემდეგ რეკრიაციულ ზონაში არსებული ხეები კირით შეღებეს. აღნიშნულ ლოკაციაზე გარე განათების საყრდენი ბოძებიც დამონტაჟდა. 

აქციის მონაწილეებმა, ამ მხრივ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების და ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

შეგახსენებთ, რომ დასუფთავების აქცია აღნიშნულ ლოკაციაზე მას შემდეგ დაიგეგმა, რაც მოსახლეობა რუსთავის მერს ირაკლი ტაბაღუას ახალგაზრდობის პარკში შეხვდა.