გორში, 14 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს.
არსებული ინფორმაციით წმინდაწყლის დასახლებაში გოგონა ფეხსაცმლის თასმით არის ჩამოხრჩობილი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.
შსს-ში აცხადებენ რომ გამოძიება სსკ 108 მუხლით დაიწყო, რაც განძრახ მკვლელობას გულისხმობს. ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.