რუსთავში შავი ფიჭვის გადასარჩენად მასშტაბური სამუშაოები მიმდინაროებს.
მერიის ააიპ "რუსთავსერვის ცენტრი"-ს თანამშრომლები უკვე რამდენიმე ღამეა ხეებს სპეციალური ხსნარით წამლიან.
სამუშაოები ძირითადად ღამის 3 საათიდან იწყება და გათენებამდე გრძელდება. "ჩვენი თანამშრომლები ძალღონეს არ იშურებენ რომ ქალაქში არსებული შავი ფიჭვი გადავარჩინოთ. მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, თუ დასახლებული ადგილია ვაფრთხილებთ მაცხოვრებლებს რომ ფანჯრები დაკეტონ. უკვე რამდენიმე რამეა სპეციალური ტექნიკით ვწამლავთ ხეებს", განაცხადა ააიპ-ის ხელმძღვანელმა გიორგი გოროზიამ.
შეგახსენებთ რომ აღნიშნული პრობლემის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით 1 თვის წინ გავრცელდა.
რამდენიმე თვის წინ, ქალაქის ტერიტორიაზე, შავი ფიჭვის ხეებზე დაავადების ნიშნები იქნა შემჩნეული. კვლევით დადასტურდა, რომ ფიჭვები სოკოვანი პათოგენებითაა დაავადებული. შეძენილი იქნა შეწამლვისთვის საჭირო პრეპარატი, რომელიც ქალაქის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლების განცხადებით, მაქსიმალურად აკმაყოფილებს ისეთ მოთხოვნებს, როგორიცაა მაღალეფექტურობა, ქალაქის პირობებში გამოყენების შესაძლებლობა და ბიოლოგიური უსაფრთხოების მაღალი ხარისხი.