გლდანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზე დედა-შვილი გარდაიცალა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ მძღოლი, რომელმაც გლდანში 27 წლის ქალი და 3 წლის ბავშვი იმსხვერპლა, მანქანას ნასვამი მართავდა, ავარიის შემდეგ კი მიიმალა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით და 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფის განსაცდელში მიტოვებას და მთვრალ მდგომარეობაში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.