შეზღუდვა პოლიეთილენის ნაწარმზე

2018-09-12 12:26:41

მწვანე ეკონომიკის და გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში მთავრობა 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან ერთჯერად პარკებს მაქსიმალურად ამოიღებს ხმარებიდან.

რეგულაციის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო წლებია მსოფლიომ ბრძოლა გამოუცხადა პლასტიკისგან დამზადებული შესაფუთიმასალის მოხმარებას, რადგან გარემო ყველაზე მეტად ამით ბინძრუდება.საქართველოშიც მწვავედ დგას ეს პრობლემა და მთავრობა მზად არის ახალი რეგულაციები აამოქმედოს.