ზაზა სარალიძე დილით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციაზე მივიდა. შეგახსენებთ რომ მისი გადაყვანა კლინიკაში გუშინ იმ დროს მოხდა როდესაც მან თავი შეუძლოდ იგრძნო.
პარლამენტის წინ ზაზა სარალიძე თავდაპირველად პოლიციელებთან მივიდა და გუშინდელი სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო ბოდიში მოუხადა. "სამართალდამცავებს ბოდიშს ვუხდი, გუშინ აღელვებული ვიყავი და თავი ვერ შევიკავე. მეც ყოფილი პოლიციელი ვარ და უამრავი მეგობარი მყავს შსს-ში", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
აქცია პარლამენტის წინ მტავრობის გადადგომის მოთხოვნით განახლდა.