კანონპროექტი სავალდებულო აცრებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით მიიღო.
სხდომაზე ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარემ-კაკი ზოიძემ ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტზე ისაუბრა და მოუწოდა ყველას ვისაც არ ახსოვს აცრილია თუ არა გაიკეთოს ვაქცინა.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროში პროფილაქტიკურ აცრებთან დაკავშირებით ცვლილებების განხორციელების დაწყებაზე სექტემბრის დასაწყისში გახდა ცნობილი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით მტკიცდება, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში საქართველოში დაავადების 1000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამ მონაცემებით, საქართველო წითელას შემთხვევების რაოდენობით ევროპის ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა.