ქურდობის ფაქტი

2018-09-11 11:09:31

სხალთის ეპარქია ხულოში ორი ტაძრის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მძარცველი ორივე ტაძარში ფანჯრიდან შევიდა. წაღებულია შესაწირი ყუთი. მათივე ინფორმაციით, მომხდარზე სამართალდამცავები გამოძიებას აწარმოებენ.

"9-და 10 სექტემბრის ღამეს გაქურდეს ხულოში ორი ტაძარი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების და წმიდა ანდრიაპირველწოდებულის.

ქურდი ორივე ტაძარში ფანჯრიდან გადავიდა. პოლიცია აწარმოებს გამოძიებას.

მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.