მართვის მოწმობის აღება რთულდება

2018-09-04 14:58:35

მართვის მოწმობის ასაღებად თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტებს ბილეთები ემატება.


ტესტების 50 ბილეთი და მათი პასუხები ცნობილია და ისინი თეორიულ გამოცდას 30 სექტემბრიდან დაემატება.


არსებული ინფორმაციით, ახალი ბილეთების ჩაბარება სავალდებულო იქნება A  კატეგორიისა და  A1 ქვე-კატეგორიის სატრანსპორტო  საშუალებების,  T და S კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მიმღები პირების და B კატეგორიისა და C1 ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ჩაბარების დროს.