„ლიბერთი ბანკის“ განვადებები გაუქმდა. ინფო რუსთავის ინფორმაციით, სავაჭრო ობიექტებში „ლიბერთი ბანკის“ განვადებების მენეჯერები დღეიდან აღარ მუშაობენ, აღნიშნულმა კი საბანკო სექტორში კადრების შემცირება გამოიწვია.
მენეჯერების ნაწილი ინფო რუსთავთან საუბარში აცხადებს, რომ ისინი წინასწარ ინფორმირებულნი არ ყოფილან და მათ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ერთი დღით ადრე გაიგეს.
დაითხოვა თუ არა „ლიბერთი ბანკმა“ თანამშრომლების ნაწილი სამსახურიდან და რა მიზეზით გაუქმდა განვადებები, ამაზე პასუხს ინფო რუსთავი თავად „ლიბერთი ბანკისგან“ ელოდება.