2018-09-03 11:19:31
გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა გამთენიისას, გორის ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. ტოიოტას მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილში მსხდომი კიდევ ოთხი ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.