ქალი ჩემოდანში

2018-09-01 22:37:16

თურქმა მესაზღვრეებმა სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე 2 ქალი დააკავეს.

თურქული მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქე, 24 წლის ქალი ცდილობდა საზღვარზე ჩემოდანში დამალული ქალი გადაეყვანა.

არსებული ინფორმაციით, ჩემოდანში უზბეკეთის მოქალაქე იმყოფებოდა. 30 წლის ქალი თურქეთიდან დეპორტირებულია და ქვეყანაში შესვლა 5 წლით ეკრძალება.