ინფო რუსთავი დაინტერესდა, რა სიახლეები ელოდებათ ბავშვებს ახალი სასწავლო წლიდან სააღმზრდელო დაწესებულებებში.
სიახლეა საბავშვო ბაღების კვების რაციონში. ყოველდღიურად პატარებს განსხვავებული და გაცილებით მრავალფეროვანი მენიუ ექნებათ.
ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ეკა ხუციშვილის განცხადებით, შეიცვალა მენიუ, კერძოდ, გაიზარდა კალორაჟი და პროდუქტების შემცველობა. „არის ახალი უნიფორმები, მთელი ქალაქის მასშტაბით გამოიცვალა რბილი ინვენტარი. აღარ არის არც ერთი ბაღი, სადაც ძველი რბილი ინვენტარია.” - განაცხადა ეკა ხუციშვილმა.
ამ დროისთვის რუსთავის საჯარო საბავშვო ბაღებში 6490 ბავშვი ირიცხება.
შეგახსენებთ, რომ რუსთავის საბავშვო ბაღებს ახალი სათამაშოები ცოტა ხნის წინ დაურიგდათ.