გიორგი ჭანტურიას და, მარიამ ჭანტურია "ინფო რუსთავთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ - "მიმდინარეობს ჩვენი შანტაჟი. გვიბარებენ პოლიციაში და გვასმენინებენ სხვადასხვა აუდიო ჩანაწერებს, გვემუქრებიან პირადი ცხოვრების ფაქტებით. ის მასალა, რაც გამოძიებაში არ დევს, ხომ უნდა გაენადგურებინათ, მაგრამ არა, გვიყვებიან თუ ჩვენი ოჯახის წევრები, ახლობლები ნათესავები ვის ხვდებიან, რას აკეთებენ. უნდათ, რომ გაგვტეხონ და ცდილობენ მათთვის სასურველი ჩვენება მივცეთ".
გიორგი ჭანტურია 7 აგვისტოს ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე მეორედ დააკავეს. პოლიციამ მისი საცხოვრებელი სახლიდან 3 ავტომატი, 21 მჭიდი და 900-ზე მეტი ვაზნა ამოიღო. გენერალი სამსონ ქუთათელაძე რუსთავში, საკუთარ კაბინეტში 15 იანვარს მოკლეს.