ბიზნესმენი საკონტროლი გასროლით მოკლეს [video]

2018-01-15 23:25:48

მკვლელობა რუსთავში, ე.წ. "სტამბულის" ბაზრის ერთ-ერთი მეწილე სოსო ქუთათელაძე საკუთარ კაბინეტში მოკლეს. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით მკვლელმა ბაზრის მეპატრონეს 6 ტყვია ესროლა აქედან 1 თავის არეში, საკონტროლო გასროლა იყო. ბაზრის დირექტორი  მამუკა ცხოვრებაძე აცხადებს რომ გარდაცვლილი კაბინეტში მან ნახა, მისი თქმით სოსო ქუთათელაძე 1 საათით დატოვა და უკან დაბრუნებულს მოკლული დახვდა. მკვლელობის მოტივი უცნობია ბაზრის ერთ-ერთი მეწილისთვის, უზი ნონი აღნიშნავს რომ მის პარტნიორს კომფლიქტი არავისთან არ ჰქონია და წარმოუდგენელია ვის უნდა მოეკლა ის. გავრცელებული ინფორმაციით მკვლელობა ბიზნესინტერესებს უკავშირდება.

შსს-ში აცხადებენ რომ - "გამოძიება ორი მუხლით დაიწყო – 236-ე და 108-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო მიზნით შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს." ნახეთ ვიდეო.