ბერძნული „The voice’’-ის რუსთაველი მონაწილე თეონა ნაცვლიშვილი, კიდევერთხელ წარსდგა მაყურებლის წინაშე. მომღერალი ამჟამად მუსიკალურ რინგზე ბერძენ კონკურენტს დაუპირისპირდა. მათ სიმღერა სახელწოდებით Enough is enough შეასრულეს. თეონა ნაცვლიშვილის მწვრთნელისა და ევროვიზიის გამარჯვებული ელენი პაპარიზუს გადაწყვეტილებით, პროექტი ქართველმა კონკურსანტმა დატოვა.
შეგახსენებთ, თეონა ნაცვლიშვილმა რამდენიმე თვის წინ კონკურსის „ბრმა ქასთინგზე“ ინგლისურენოვან სიმღერასთან ერთად, ჟიურის თხოვნით „თბილისოც“ შეასრულა.