რუსთაველი გოგონა ბერძნულ Voice-ში (ვიდეო)

2016-11-20 19:28:19

რუსთაველმა გოგონამ, თეონა ნაცვლიშვილმა, ბერძნულ „The voice’’-ში  მიიღო მონაწილეობა. თეონა უკვე რამდენიმე წელია ათენში ცხოვრობს. ქართველმა ემიგრანტმა კონკურსში ინგლისურენოვანი სიმღერა  „ONE NIGHT ONLY“  შეასრულა. თეონა ნაცვლიშვილს  ცნობილი ბერძენი მომღერალი, ევროვიზიის გამარჯვებული ელენი პაპარიზუ და პანოს მუზურაკისი შემოუტრიალდნენ, თეონიმ არჩევანის გამოცხადებამდე პროექტში მონაწილე ასევე ცნობილი მომღერლის და მწვრთნელის თხოვნით ქართული ,,თბილისო“ -ს ნაწყვეტიც შეასრულა. წელს ბერძნულ The Voice -ში ქართველი მომღერალი, საკუთარი გადაწყვეტილებით ელენი პაპარიზუს გუნდში იქნება.