მანქანას ცეცხლი გაუჩნდა [photo]

2018-07-29 23:16:58

რუსთავში, შარტავას გამზირზე, "სოკარი"-ს გაზგასამართ სადგურზე ტაქსს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოხერხდა. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.