რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ახალი სპორტული მოედანი დაათვალიერა. სივრცე, სადაც სხვადასხვა სახეობის სავარჯიშო ტრენაჟორი განთავსდა რამდენიმე თვის წინ ავტოფარეხებს ჰქონდა დაკავებული. მიმდებარე პერიმეტრზე ასევე მოეწყობა სკვერი და პატარებისთვის გასართობი მოედანი.
ირაკლი ტაბაღუა - "პირველი ეტაპი დავასრულეთ და შემდგომი ეტაპებიც განხორციელდება. ორიენტაცია უნდა გაკეთდეს პატარა ბავშვებზე მათ ჯამრთელობაზე ჯანსაღი ცხოვრების წესზე. მოსახლეობის დახმარებაც იქნება საჭირო, რომ მოუარონ გარემოს რადგან ეს ყველაფერი მათთვის და მათი პატარებისთვისაა გაკეთებული. სხვათაშორის იყო რამოდენიმე უბანი, სადაც მოსახლეობამ თავიანთი ძალებით გააკეთა ავტოფარეხების დემონტაჟი."
რუთავის მერი აცხადებს, რომ ის მზად არის, დანაპირები შეასრულოს და მოუწოდებს მოსახლეობას რომ, თუ გადაწყვეტენ და ეზოებში ავტოფარეხების დემონტაჟს მოახდენენ, მათ ადგილზე ლამაზი სკვერები მოეწყობა.
ირაკლი ტაბაღუა ასევე აღნიშნავს, რომ 2019 წლის ბიუჯეტის დაგეგმვაში აუცილებლად უნდა ჩაერთოს თითოეული რუსთაველი და ერთად განისაზღვროს, რა არის ქალაქისთვის, მათი ეზოსთვის და მომავლისთვის საჭირო.