28 იანვარს ქვემო ქართლის რეგიონის ჭიდაობის ფედერაციის არჩევნები გაიმართება. ახალ პრეზიდენტს ქვემო ქართლში არსებული ააიპის ხელმძღვანელები, ვეტერანი სპორტსმენები და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები აირჩევენ. ფედერაციის პრეზიდენტობის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ჭიდაობის ფედერაციის ქვემო ქართლის ოფისში. მისამართი: ქ. რუსთავი ლომიურის #6. გარეგისტრირების ბოლო ვადაა 25 იანვარი.